დაარსდა სადაზღვევო კომპანია ალდაგი
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოთი 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.
AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი, ასევე, ითამაშა წარმატებული ანდერაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.
ალდაგი ერთ-ერთი პირველი, კერძო, კომპანიაა საქართველოში და 2023 წლისთვის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება. ალდაგის პორტფელში 150 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია.
ალდაგი წარმოდგენილია არასასიცოცხლო (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პორუდქტს.
ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
დაარსდა სადაზღვევო კომპანია ალდაგი
პირველი ხელშეკრულება LLOYD’S და HARRIS & DIXON-თან
Პირველი ფაკულტატური რისკის, ტვირთის გადაზღვევის, ლონდონის ბაზარზე განთავსება
Თანამშრომლობა SWISS RE-სთან
Კორპორატიული და ავტოდაზღვევის პირველი პოლისი
სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია
აგროდაზღვევის პირველი პოლისი
გადაზღვევის ინდუსტრიაში შესვლა
ALDAGI RE
ფინანსური დირექტორი
ფინანსური დირექტორის მოადგილე
ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დირექტორი